ვიდეო ▶ავღანეთში ქალ სამხედრო მოსამსახურეებს 8 მარტი მიულოცეს

2019-03-08 10:40:10
92

ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში ქართველ ქალ სამხედრო მოსამსახურეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

"ქართველი ქალი მშვიდობისმყოფელები მათზე დაკისრებულ ამოცანებს ასრულებენ. მათი ნაწილი სამედიცინო პუნქტში მუშაობს, ნაწილი - საშტაბო საქმიანობას ეწევა, ხოლო ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში მათი დავალება საკონტროლო გამშვებ- პუნქტებზე ჩხრეკა-შემოწმებაა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი, ხოლო ქაბულში IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული 2018 წლის ოქტომბრიდან ასრულებენ სამშვიდობო მისიას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.