დედაქალაქში ღამის ავტობუსი იმოძრავებს

2019-03-08 08:38:09
93

8 მარტიდან ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე დედაქალაქში ღამის ავტობუსი იმოძრავებს. სიახლე „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში დაინერგება.

ღამის ავტობუსის მარშრუტი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ გაგრძელდება.

დედაქალაქის მერიის განმარტებით, საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული 50 თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ძალაში იქნება მგზავრობის შეღავათიანი ტარიფიც.