გიორგი ქადაგიძე დაკითხვის შემდეგ სტატუსს აქვეყნებს

2019-03-07 19:01:10
188

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღევანდელი დაკითხვის შესახებ Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:

"ამონარიდი დღევანდელი პროცესიდან: 

პროკურორი: რა ფუნქციები ქონდა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს 2008 წელს? 

მე: სააგენტოს ფუნქციები გაწერილია კანონში და შესაბამის ნორმატიულ აქტებში. 

პროკურორი: თქვენი სიტყვებით გვითხარით. 

მე: სააგენტოს ფუნქცია იყო კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

ასეთი ამბავი იყო ძირითადად , უფრო სერიოზულად კი ცოტა მოგვიანებით შეგაწუხებთ"-წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ქადაგიძე დღეს სასამართლოში TBC–ს საქმეზე დაიკიხა. მან გამოძიებასთან სასამართლოს კუთხით თაანმშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.