უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2019-03-04 10:26:40
432

საქართველოში 12 მარტამდე უმეტესად უნალექო და მზიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, დღეიდან როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსს მიაღწევს.

„4 მარტიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ამაღამ ტემპერატურა 0 - +5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ზოგან -4 გრადუსი. დაბლობში ტემპერატურა 9-14 გრადუსის ფარგლებში იქნება, მთაში -8 – 10 გრადუსის ფარგლებში, დღე კი - 0- +5 გრადუსის ფარგლებში. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, იქროლებს სუსტი ქარი. ბარში ღამით 0-5 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა, ხოლო დღე 5-10 გრადუსის ფარგლებში. შიდა ქართლში ყინვაა მოსალოდნელი -9 - -10 გრადუსის ფარგლებში. მთაში და მაღალ მთაში ტემპერატურა -10- -15 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღისით +2 - +3 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ღამით -3, ხოლო დღისით 9 გრადუსი.

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოში 13-18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 6 მარტს კი, 20 გრადუსამდე ავა. აღმოსალეთ საქართველოში კი, ტემპერატურა 16-18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 მარტს, დასავლეთ საქართველოში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 12 მარტამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.