როგორი ამინდი იქნება 5 მარტამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

2019-03-01 17:01:26
787

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 1-3 მარტს საქართველოში შენარჩუნდება ცივი, დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.

"მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 

4 მარტს გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დაბლობსა და ბარში -3, შიდა ქართლში შესაძლებელია -9 გრადუსამდე, დღისით კი +12, +14 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 2-3 მარტს მოსალოდნელია მცირე ნალექი, ხოლო 4 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 1-3 მარტს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება", – აცხადებენ სააგენტოში.