“სტეპანაკერტის ახალი, უფრო ამბიციური საგარეო კურსი სომხეთსა და ყარაბაღს შორის ინტერესთა სხვაობის შედეგია”

2019-02-27 13:13:44
252

სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი, პოლიტოლოგი რიჩარდ გირაგოსიანი გასულ კვირას ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არაღიარებულიმთიანიყარაბაღის დელეგაციის ვიზიტს ეხმიანება და თვლის, რომ მიუხედავად შეშფოთებისა, რომელიც ამ ვიზიტმა საქართველოში გამოიწვია, ის ფართო სომხურ–ქართულ ურთიერთობებს სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის”.

როგორც გირაგოსიანმა “აქცენტს” განუცხადა, „ეს ვიზიტი სომხეთის ახალ მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა და ზოგადადაც, ყარაბაღის საგარეო პოლიტიკა სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსისგან ცალკე მდგომია”.

ყარაბაღის ახალი, უფრო ამბიციური საგარეო კურსი სომხეთსა და ყარაბაღს შორის ინტერესთა სხვაობის შედეგია. მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულწილად ბუნებრივიცაა. ყარაბაღის ხელისუფლებას ფაშინიანის მთავრობის მიმართ უნდობლობა და გულგრილი დამოკიდებულება აქვს. მინდა, შეგახსენოთ, რომ ყარაბაღმა უარი განაცხადა რუსეთის მოთხოვნაზე, დაემყარებინა აქტიური კავშირები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, ეს ვიზიტი არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას პოლიტიკაში ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიზიტმა საქართველოში შეშფოთება გამოიწვია, ის სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის ფართო სომხურ–ქართულ ურთიერთობებს და არ მიანიშნებს იმაზე, რომ ყარაბაღი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან – სამხრეთ ოსეთთან ან აფხაზეთთან რაიმე ახალ, ჩართულობის პოლიტიკას აწარმოებს“ - აღნიშნა მან,