ზურაბიშვილი აზარბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულებას საჭიროდ მიიჩნევს

2019-02-27 13:04:14
288

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დასრულდეს ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი.

„ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, რომ განაახლოს მუშაობა, მივიყვანოთ ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი“ - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს უნდა იყოს არა გამიჯვნის, არამედ გამაერთიანებელი საზღვარი. "მაგრამ ნორმალური არის, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ამდენი წლის შემდეგ," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.