„თბილისი პრაიდი“ „ევროპრაიდის“ რუკაზე მოინიშნა

2019-02-22 19:28:33
208

“თბილისი პრაიდი" ევროპის პრაიდ ორგანიზაციების ასოციაციის "ევროპრაიდის" და ასევე საერთაშორისო პრაიდ ასოციაციის "ინტერპრაიდის" წევრი გახდა. შედეგად, ევროპულ პრაიდ რუკაზე უკვე თბილისიც გაჩნდა, - ინფორმაციას „თბილისი პრაიდის“ საორგანიზაციო ჯგუფი ავრცელებს

ცნობისთვის: ევროპრაიდი არის ევროპის ლგბტქ და პრაიდ ორგანიზაციების ქსელი, რომელიც 1992 წელს ლონდონში დაარსდა და ლგბტქ თემის უფლებებს იცავს და აერთიანებს სხვადახვა პრაიდ ორგანიზაციებს.