ახალგორელი აქტივისტი ციხელაშვილს რჩევას აძლევს

2019-02-19 11:49:04
286

 

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს ურჩევს, ოკუპირებულ ცხინვალთან დამაკავშირებელი გზის გახსნასთან დაკავშირებით წინმსწრები განცხადებებისგან თავი შეიკავოს. 

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც კი ჩნდება საფუძვლიანი მოლოდინი გზის გახსნის შესახებ, მინისტრი [ქეთევან ციხელაშვილი] აკეთებს განცხადებას- "ყველაფერს აკეთებს რომ ცხინვალისკენ მიმოსვლა აღდგეს"- და მერე ცხინვალს უკან მიაქვს პირობა. 
სამჯერ გადაიდო გზის გახსნა, ჩემი დაკვირვებითაც ასეა და რაიონული ადმინისტრაციიდანაც იგივე მითხრეს, რომ ასეთი წინმსწრები განცხადებებით მხოლოდ უშლით ხელს, ქალბატონო ქეთევან. 
რაც შეეხება სათაურში გამოტანილ ციტატას - ცხინვალისკენ აღადგენს თურმე მოძრაობას, ახალგორისკენ გზის გახსნით, ეგ თავისთავად მოხდება, მაგრამ არანაირად არაა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული საზღვრის აქეთ- იქეთ ჩაკეტილებისთვის. ეს განცხადება მინისტრს საკუთარი "შესაძლებლობების და მასშტაბებისთვის" წარმოსაჩენად უფრო სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ, არ გააჩნია" ,– წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: თვეზე მეტია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავირებელიზა ჩაკეტა.