რა ხდებოდა 1 საუკუნის წინ საქართველოს პარლამენტში: პირველი ქალი დეპუტატები

2019-02-16 10:17:34
536

ერთი საუკუნის წინ საქართველოს ისტორიაში პირველად, დემოკრატიული არჩევნები მიმდინარეობდა. 1918 წელს ევროპაში პირველი სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო საქართველოში დააარსეს. პირველად აირჩიეს ქალი წევრებიც. შედეგების მიხედვით, 130 პარლამენტარს შორის ხუთი ქალიც აღმოჩნდა: მინადორა ორჯონიკიძე, ელისაბედ ნაკაშიძე, ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერფარსეგოვა, კრისტინე შარაშიძე. ისინი გახდნენ პირველი ქალები, რომლებიც დამფუძნებელი კრების წევრები გახდნენ. ხუთივე დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას 1921 წლამდე ქვეყნის ოკუპაციამდე აგრძელებდა. ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლებს საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდათ: ყველა მათგანი საბჭოთა რეპრესიების მსხვეროლი გახდა –მინადორა ორჯონიკიძის ქმარი და ორი შვილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს, თავად კი რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. კრისტინე შარაშიძე სამეჯერ იყო დაპატიმრებული, ხოლო მათი თანამებრძოლები  ელისაბედ ნაკაშიძე, ანა სოლოღაშვილი და ელეონორა ტერფარსეგოვა ე.წ. სამეულმა დახვრიტა. 

"ის, რომ ეს ქალბატონები სიაში მოხვნენ, არ იყო განპირობებული თანამედროვე ტენდენციებით, გენდერული საკითხებით. მაშინ საკითხი ასე არ იდგა. ამისთვის სიაში არ სვამდნენ. თითოეული მათგანი იყო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელსაც პარტიისთვის ხმების მოტანა შეეძლო. ამ თაობამ შეძლო, პოლიტიკური თანასწორობის ედეის რეალობად ქცევა",– განმარტავენ მკვლევარები. 

ისტორიის გაცოცხლება ახალგაზრდების ჯგუფმა დაიწყო. პროექტი "რესპუბლიკა 100" დღემდე უცნობი ფაქტებისა და პირების შესახებ გვიყვება.
ცნობისთვის: სადღეისოდ საქართველოს პარლამენტში 22 ქალი დეპუტატია წარმოდგენილი