მაიკ პომპეო: "პუტინი საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ქვეყნებს"

2019-02-12 23:19:52
195

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სლოვაკეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დემოკრატიულ ქვეყნებს მთელ მსოფლიოში უქმნის საფრთხეს. პომპეომ ბრატისლავაში ვიზიტით გააგრძელა ევროპული ტურნე, რომლის ამოცანებს შორის არის რეგიონზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეკავება.

სახელმწიფო მდივანმა ბრატისლავაში სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს, დემოკრატიას მსოფლიოს მასშტაბით გამოუთხაროს ძირი. ამასთან, მან ჩინეთზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "პეკინის ეკონომიკური და სხვა სახის ძალისხმევისაგან, რომელიც დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მანიპულაციას ისახავს მიზნად, თავის დაცვაა საჭირო".

სლოვაკეთში ვიზიტისას პომპეო შეხვდა როგორც ქვეყნის ლიდერებს, ისე ყოფილ პოლიტიკურ პატიმრებს. მან მოინახულა ავსტრიასთან საზღვარზე მდებარე მდებარე მემორიალი „თავისუფლების კარიბჭე“, სადაც 1945-1989 წლებში 400-მდე ადამიანი იქნა მოკლული დასავლეთში გაქცევის მცდელობისას.

პომპეომ უნგრეთში დაიწყო თავისი ევროპული ტურნე, ხოლო სლოვაკეთის შემდეგ ეწვევა პოლონეთს, ბელგიასა და ისლანდიას.