ავარია ქედაში: არის მსხვრპლი და არიან დაშავებულები

2019-02-12 23:09:58
296

აჭარაში, ქედაში, სოფელ ცხემნასთან ​ავტოავარიის შედეგად 35 წლის ქალი დაიღუპა, 4 ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა მდინარე აჭარისწყალში გადავარდა.

დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი მდინარიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.