მასშტაბური ოპერაცია თურქეთში: დღეს 700–ზე მეტი პირი დააკავეს

2019-02-12 22:06:57
874

თურქეთში დღეს მასშტაბური რეიდების შედეგად 729 ადამიანი დააკავეს. მათ „ფეტოსთან“ და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირი ედებათ ბრალად, – იუწყება "ფრანსპრესი“. 

მანამდე ანკარის პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ 75 პროვინციაში ადგილობრივ მთავრობებს 1 112 ადამიანის მონაცემები გადაეგზავნათ, რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს. ისინი ამერიკაში მცხოვრებ სასულიერო პირ ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

ბოლო კვირის განმავლობაში, მიუხედავად უფლებადამცველების კრიტიკისა, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე რეგულარულად ტარდებოდა რეიდები.