ნიუ-დელიში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

2019-02-12 19:37:42
66

ნიუ-დელიში ძლიერ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ინდოეთის დედაქალაქში სასტუმრო დაიწვა. ცეცხლი მრავალსართულიან შენობაში, ადგილობრივი დროით, დილის 4 საათზე გაჩნდა და მალევე მთელს სასტუმროს მოედო.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 30-მდე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. მაშველებმა შენობიდან 35 დამსვენებელი გამოიყვანეს, თუმცა, 17 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპულებს შორის არიან დედა-შვილი, რომლებიც გადარჩენის მიზნით ფანჯრიდან გადმოხტდნენ.

გადარჩენილები ყვებიან, რომ სასტუმროს დერეფნებში ხის პანელები იყო, რომლებიც აალდა და ხალხმა შენობის დატოვება ვერ შეძლო.

წინასწარი ვერსიით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.