არსებობს თუ არა "აფრიკული ჭირით" დაავადებული ღორების საქართველოში მოხვედრის საფრთხე

2019-02-12 18:57:07
127

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უკრაინიდან ე.წ. აფრიკული ჭირით დაავადებული ღორების საქართველოში მოხვედრის საფრთხე არ არსებობს.

მათი თქმით, საწარმოს ინსპექტირება, საიდანაც პროდუქტის მოწოდება იგეგმება, იმპორტის დაწყებამდე ხდება და იმპორტის განხორციელება მხოლოდ სააგენტოს ექსპერტების დასკვნის საფუძველზეა შესაძლებელი. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში ცოცხალი ღორის იმპორტის მოთხოვნით უწყებისთვის არც ერთ ოპერატორს არ მიუმართავს.

ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინის რამდენიმე ოლქში ღორის ე.წ. აფრიკის ჭირის გავრცელების გამო, რამდენიმე დასახლებაში კარანტინი გამოცხადდა.