ნიკო ფიროსმანის ნახატები არლიში ვან გოგის ნახატებთან ერთად გამოიფინება

2019-02-12 16:55:21
76

საფრანგეთის ქალაქ არლიში მდებარე ვან გოგის მუზუმში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა 2 მარტს გაიხსნება. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, მუზეუმი მის სივრცეში ქართველი მხატვრის გამოფენის მოწყობით თვითონ დაინტერესდა და შეთავაზება მათგან წამოვიდა.

არლის ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატები ვან გოგის ნახატებთან ერთად გამოიფინება.