გზების დეპარტამენტი 485 მლნ ლარის 52 ტენდერს აცხადებს

2019-02-12 15:47:27
122

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 485 მლნ ლარის 52 ტენდერს აცხადებს. 

ტენდერები  სარეაბილიტაციო, საგზაო უსაფრთხოების, მოვლა-შენახვისა და სტიქიის პრევენციის მიმართულებით, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში გამოცხადდება. 

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერებში შედის მსოფლიო ბანკის დაფინანსებული გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 5-წლიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გურიის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 70 კილომეტ გზას და შეკეთდება 240 კმ-მდე გზა. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, 2019 წელს პირველად, საგზაო უსაფრთხოების სამუშაობისთვის დამოუკიდებელი ბიუჯეტია გამოყოფილი, რაზეც 9 მილიონი ლარი დაიხარჯება.