საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს

2019-02-12 13:47:01
543

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ წარმოებულ პროცესს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა სხვა საკითხებთან ერთად, 10 თებერვალს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზეც განიხილეს.

„საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს გახლავთ რუსეთის მხრიდან განხორციელებული მორიგი პროვოკაცია, რასაც გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამას ადასტურებს ეუთო-ს თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკის საქართველოში ვიზიტი. 10 თებერვალს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ამავე თემაზე:

ვიდეო ▶ სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს