თეა წულუკიანი: "რასაც მე ვუყურებ, ყველასათვის დამანგრეველია"

2019-02-12 12:55:38
128

"დღევანდელი პროცესი, რასაც მე ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ყველასათვის დამანგრეველია",– აღნიშნა მინისტრმა.

წულუკიანი დაინტერესებულ მხარეებს მსჯელობისკენ მოუწოდებს:  

„სახეზეა ძალიან კომპლექსური და მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება არა ერთ, ან ორი, არამედ მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი და გამოსავალი თითქოს არ ჩანს, მაგრამ გამოსავალს მაინც იმაში ვხედავ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დასხდეს, რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ და ვისაუბროთ იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც ბოლო დღეებია აღარავინ ახსენებს თითქოს. ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავაბრუნოთ ყველამ ერთად ეს პროცესი უფრო ჯანსაღ ტალღაზე".

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ამ კანდიდატების დასახელებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად. ორიოდ დღის წინ კი მმართველი გუნდის წევრმა ეკა ბესელიამ ინიციატივა წარადგინა და მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერება მოითხოვა.