მიწა 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა

2019-02-12 11:57:17
99

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიწის რეგისტრაციის რეფორმას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ მოქნილი სახელმწიფო სერვისების წყალობით , 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიწა მარტივად დაირეგისტრირა.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით კი რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს:

„დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია ყველა ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან. გამარტივებულია პროცედურები, მოხსნილია ბარიერები, რაც მესაკუთხრეს ექმნებოდა“.

ბახტაძის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი და იდეა მესაკუთრის უფლებების დაცვაა.