მასშტაბური ოპერაცია თურქეთში: პროკურატურამ 1112 პირის დაკავების ორდერი გასცა

2019-02-12 10:26:15
858

ორგანიზაცია FETO-ს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, თურქეთის უშიშროების სამსახურები მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ.

ოპერაცია ქვეყნის 76 პროვინციაში მიმდინარეობს. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, თურქეთის პროკურატურამ 1112 პირის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად ედებათ „ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციაში“ მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფი შეეცადა სამხედრო გადატრიალება მოეწყო. შეტაკებები ძირითადად სტამბოლსა და ანკარაში მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ანკარა აღნიშნულში გიულენს ადანაშაულებს.