პროკურატურამ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

2019-02-11 20:29:12
179

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ბრალდებით მიმდინარეობს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის: ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმების გამო, რომელიც რეალურად უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს, კერძოდ იმას, რომ ია კერზაიამ უარი თქვა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.