შემოსავლების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

2019-02-11 19:48:03
98

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ამ პოსტზე ვახტანგ ლაშქარაძე დაინიშნა.

ვახტანგ ლაშქარაძემ ამ პოსტზე მიხეილ დუნდუა შეცვალა, რომელიც ამჟამად ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მოადგილეა.  

2014 წლიდან ლაშქარაძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ის 2000 წლიდან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.