"დამნიშნონ მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, სააკაშვილს ერთ კვირაში დავაკავებ"

2019-02-11 19:33:55
1330

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მთავარ პროკურორად დანიშნვის შემთხვევაში ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების პირობას დებს. 

„დროა, იმოქმედონ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, ჩამოაბრძანონ საქართველოში და დააპატიმრონ. ის რეიტინგი, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უწერს NDIდა რაც აბსოლუტურად ერთი დიდი საპნის ბუშტი და ტყუილია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ დარბაზში. „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. ტყუილია ყველა რეიტინგი, რაც მათთან დაკავშირებით ვრცელდება, ვერ კრებენ ხალხს ვერც თბილისში და ვერც ლიეჟში. ასი ათასობით ემიგრანტს რომ ელოდებოდნენ, დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ყველა ძებნილს დავაკავებ და ჩამოვიყვან საქართველოში“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით ირმა ინაშვილმა.