საფრანგეთის ელჩი: "თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად"

2019-02-11 19:37:39
360

საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს. ფრანგი დიმპლომატის განცხადებით,  ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთან დაკავშირებით, საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის. 

"თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად. ასეთი რამ ჩემთვის წარსულთან ასოცირდება. ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და მას ასევე უცხოელი აქციონერები ჰყავს; ამ ბანკის მიმართ მენეჯმენტის კუთხით ყველაფერი წესრიგშია.შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა,ამდენი ხნის შემდეგ და არა - მანამდე“, - განაცხადა ელჩმა. 

პასკალ მენიეს თქმითვე, თუ ეროვნული ბანკისგან სანქციებს პროპორციული სახე არ ექნება, ეს შექმნის შთაბეჭდილებას, რომ პროცესებიპოლიტიკურადაა მოტივირებული.  საფრანგეთის ელჩის შეფასებით, ამ ეტაპზე ზემოაღნიშნულ მოვლენებს საინვესტიციო გარემოზე გავლენა არჰქონია, თუმცა თუ ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკის მიმართ არაპროპორციულ სანქციებს ექნება ადგილი, ეს საქართველოს ეკონომიკურგარემოზე უარყოფითად აისახება.