ეკა ბესელია პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც უვადოდ უკვე დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება

2019-02-11 19:28:41
168

დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება.

ბესელიას განცხადებით, ინიციატივა რიგ რეგულაციებს ისახავს მიზნად, რომლისთვისაც კონსტიტუციური ცვლილებებია საჭირო. 

"ვამზადებთ ახალ ინიციატივას, რომელზეც გვექნება კონსულტაციები და რამდენიმე დღეში გაგიზიარებთ გეგმას, რომელიც ეხება უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეების თემას, თუ რა სამართლებრივი რეგულაციები შეიძლება არსებობდეს. ამისთვის საჭიროა კონსტიტუციური ცვლილების გზა და ვნახავთ თუ ვინ დაუჭერს ამ ინიციატივას მხარს", - განაცხადა ბესელიამ.