რესტორნებსა და ღამის კლუბებს შესაძლოა, ხმის დამხშობი აპარატურის დამონტაჟება დაევალოთ

2019-02-11 18:49:53
138

რესტორნებსა და ღამის კლუბებს შესაძლოა, ხმის დამხშობი აპარატურის დამონტაჟება დაევალოთ. 

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ თბილისში არის ადგილები, სადაც ხმაური სერიოზულ პრობლემას უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.  

“ეს არის აქტუალური პრობლემა კონკრეტულ ლოკაციებზე; მაგალითად კალაუბანში და ძველი თბილისის არეალში. ხმაურის კონტროლი არის ქალაქის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის ქვეშ. ხისტი მიდგომების გამოყენება არ შეიძლება. ბუნებრივია, ორივე მხარის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ.  არსებობს ასეთი ტექნოლოგიები, რომელიც ხელს უწყობს ხმის ჩახშობას. სავარაუდოდ, ამას დაამონტაჟებენ თავად ობიექტები, რომლებიც ეწევიან აკუსტიკურ დანაგვიანებას. მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტა ამ პრობლემას არ უშველის, ამიტომ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებთან”, - აცხადებს, bm.ge–ს ცნობით, ანდრია ბასილაია.