დეპუტატი: "უნდა შეიქმნას ასეთი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიას, ჩვენს ადათ-წესს, კულტურას"

2019-02-11 17:46:19
99

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის, გიორგი ლომიას განცხადებით ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ომბუდსმენი ძალიან ცუდად მუშაობს. კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლომიამ კიდევ ერთი ომბუდსმენის აპარატის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. დეპუტატს მიაჩნია რომ სახალხო დამცველისთვის "ეროვნული ინტერესები" უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს.  

"უნდა შეიქმნას ასეთი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიას, ჩვენს ადათ-წესს, კულტურას და არ დაგვავიწყდება ჩვენ, თუ საიდან მოვდივართ და საითკენ მივდივართ". — ამბობს ლომია. 

დეპუტატის მტკიცებით მსგავსი ინსტიტუტის შექმნა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს საქმეს შეუმსუბუქებს, რადგან მოქალაქეები პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, მის მოსაგვარებლად პირდაპირ ომბუდსმენის აპარატს მიმართავენ.