პროექტის – “ძველი ქართული სამწიგნობრო კერები (ორენოვანი მონაცემთა ბაზა და ელექტრონული რუკა)” ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

2019-02-11 17:36:03
285

2019 წლის 11 თებერვალს, 15:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ძველი ქართული სამწიგნობრო კერები (ორენოვანი მონაცემთა ბაზა და ელექტრონული რუკა)“ ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი ჯაბა სამუშია, რომელმაც მიმოიხილა ფონდისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობა და ისაუბრა სამომავლო პერსპექტივების შესახებ.


 

 

(R)