ბარნოვი: "ხუთშაბათს ისევ შევხვდები აკადემიურ საბჭოს, მანამდე ლექციებს ვაგრძელებ"

2019-02-11 14:58:26
64

თბილისის სასულიერო სემინარიის ლექტორი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ აკადემიურ საბჭოს მიერ მისი გათავისუფლების საკითხი კვლავ ძალაშია და საბჭო ხუთშაბათს კიდევ ერთხელ იმსჯელებს ამ თემის შესახებ. 

აკადემიური საბჭოს წევრები გოჩა ბარნოვს დღეს გაესაუბრნენ. საბჭო ბარნოვისგან ითხოვდა განმარტებას მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, სადაც ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მნიშვნელობაზე საუბრობდა.  

"ჩვენ კიდევ შევხვდებით ხუთშაბათს. ამიტომ, მე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, უბრალოდ, როგორც ჩანს, მათი მხრიდან გაუგებრობა გამოიწვია იმ ფრაზამ, რაც მე დავწერე IPN-თან მიცემულ ინტერვიუში, რომ არაჯანსაღ აზრზე იქნება ის, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს არ დაუჭერს. შეიძლება, ეს იყო ცოტა მკაცრი ტონი, მაგრამ აქ არც ერთი პატრიარქის შეურაცხყოფა არ არის იმიტომ, რომ პიროვნულად მე არავინ არ მყავს მოხსენიებული. არც ერთ პატრიარქს, რუსეთის გარდა, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ჯერ აქედან გამომდინარე, ის ფრაზა ზოგადი ფრაზაა მათ მიმართ, ვინც ამგვარ პოზიციას გამოავლენს. ძირითადად, ამ ფრაზაზე იყო საუბარი და ის, რაც ვთქვათ, თვითონ მითხრეს, რომ თურმე, არ გავუშვივარ მე სასწავლებლიდან, როგორც მითხრეს, რომ უბრალოდ, აზრი გამოითქვა. ამ მომენტისთვის მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ხუთშაბათს ისევ უნდა შევხვდე მათ", - განაცხადა ბარნოვმა. 

ცნობისთვის: გოჩა ბარნოვმა განცხადება  7 თებერვალს განაცხადა, რომ სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ლექციები შეუჩერეს.


მოგვიანებით, ბარნოვის განცხადებას დეკანოზ ბიძინა გუნია გამიეხმაურა და განაცხადა, რომ ბერნოვი არავის გაუთავისუფლებია და მას სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა 11 თებერვალს გაესაუბრებოდა.