ალექსეი დვინიანინი: „2011 წლის შეთანხმება მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს ეხება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საუბარი არ არის“

2019-02-11 13:47:22
122

„აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი“ ალექსეი დვინიანინი მიიჩნევს, რომ რუსეთ –საქართველოს 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაცია ცალსახად დადებითი მოვლენა იქნება აფხაზეთისთვის.

ამასთან, მისივე თქმით, „აღნიშნული შეთანხმება მესამე მხარეებს, ანუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ ეხება“.

„საუბარია მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე, სადაც ნავარაუდევია საბაჟო პუნქტების განთავსება რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში მიმავალი ტვირთების მონიტორინგისთვის“, – განაცხადა დვინიანინმა სოხუმში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ამასთან, მისივე ვარაუდით, რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთების მონიტორინგის დაწყებამდე კიდევ ბევრი დრო გავა.

ამავე თემაზე: 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის პერსპექტივები: სადავო საკითხები და მოლაპარაკებათა დეტალები

რას გულისხმობს “საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ” 2011 წლის ხელშეკრულება.