კადეტებმა დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მიაგეს

2019-02-08 19:32:41
53

8 თებერვალს საქართველო დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სადღესასწაულო ღონისძიებები მოეწყო. დავით აღმაშენებლის ხსოვნას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორთან, სამხედრო მოსამსახურეებთან და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს კადეტებმა. მათ დავით აღმაშენებლის ძეგლი და საფლავი გვირგვინებით შეამკეს. მოგვიანებით კი გელათის აკადემიაში საგალობლების ფესტივალს დაესწრნენ.

(R )