"ვფიქრობ, „დემოკრატებს“ მორიგი „შათდაუნი“ სჭირდებათ"

2019-02-11 12:58:07
118

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატები“ მორიგი „შათდაუნის“ მოახლოებაში დაადანაშაულა. 

„დემოკრატები“ ძალიან ცოტა ფულს გვთავაზობენ კედლის მშენებლობისთვის, რომელიც ასე საჭიროა. ახლა კი, დამატებით, უეცრად გვთავაზობენ შევზღუდოთ ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულების რაოდენობა, რომელთა მოთავსება შეიძლება ციხეებში. როდესაც ამგვარ საშინელ შეთავაზებებს აკეთებენ, უკვე მგონია, რომ მათ „შათდაუნი“ სჭირდებათ“, - წერს დონალდ ტრამპი„ტვიტერში“ პირად გვერდზე.

მორიგი „შათდაუნი“ – ფედერალური უწყებების ფუნქციონირების შეჩერება ამერიკაში შესაძლოა, 15 თებერვალს დადგეს.

ცნობისთვის: კანონმდებლები ვერ თანხმდებიან იმის თაობაზე, თუ რა თანხა შეუძლია კონგრესს გამოყოს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის. პრეზიდენტი ტრამპი ამ მიზნებისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 5 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფას მოითხოვს, ხოლო კონგრესი გაცილებით ნაკლები თანხების გამოყოფას ემხრობა.