"ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, მაგრამ ქართველ ახალგაზრდებს არ ყოფნით კომპეტენცია"

2019-02-11 10:19:13
29

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გენადი მარგველაშვილის განცხადებით,  "ძალიან ბევრი სამუშაო ადგილია, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველ ახალგაზრდებს არ ჰყოფნით კომპეტენცია, რომ ეს ადგილები დაიკავონ". 

"სამომავლოდ, შრომის ბაზარი რომ ათვისებული იყოს ქართველების მიერ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველ ახალგაზრდებს არ ყოფნით კომპეტენცია, რომ ეს ადგილები დაიკავონ და ეს არ არის მათი ბრალი, ეს იმ გაუმართავი სისტემის ბრალია, რომელიც გვაქვს. სისტემა, რაც უნდა ვისაუბროთ, გამართული ვერ გახდება, თუ მას შესაბამისი მატერიალური ბაზა არ ექნა, მე ვსაუბრობ ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა გაიზარდოს განათლების მიმართულებით", - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.