ბასილაშვილი საუკეთესო ოცეულში მეორედ მოხვდა

2019-02-11 12:09:16
88

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა სოფიას ATP250-ის ტურნირზე. მიუხედავად ამისა, მან მსოფლიო კლასიფიკაციაში ორი საფეხურით წინ წაიწია და მე-20 ადგილი დაიკავა.

სარეიტინგო ქულები დაკარგეს და TOP20-დან გამოვარდნენ ფრანგი ლუკ პუიე და ბელგიელი დავიდ გოფენი, რამაც ბასილაშვილი ოცეულში მოახვედრა.

ცნობისთვის: ამ სეზონში ბასილაშვილი ერთხელ უკვე იყო საუკეთესო ჩოგბურთელთა პირველ ოცეულში.