"შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი არ არსებობს"

2019-02-11 11:50:25
195

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი. 

მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები ამ მიმართულებით მაღალმთიან სოფლებშია.

"ამ კვლევის ფარგლებში, 6 რეგიონში შევისწავლეთ 108 სკოლა, საიდანაც 16 სკოლაში საერთოდ არსებობს სასმელი წყალი. სკოლების დიდ უმრავლესობაში საერთოდ არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი. ძალიან ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა სამეურნეო წყალი. ასევე მძიმე ვითარებაა სანიტარული თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებთან მიმართებით. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში, ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისთვის და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. ეს მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ გაკვეთილებზე დასწრებას", - განაცხადა ლომჯარიამ ანგარიშის"წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში" წარდგენისას.