"საქართველოში ჩემი ვიზიტის პირველი გაჩერება ადმინისტრაციული საზღვარი იყო"

2019-02-11 11:03:35
192

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გუშინ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. 

„საქართველოში ჩემი ვიზიტის პირველი გაჩერება ადმინისტრაციული საზღვარი იყო, რათა ჩემი თვალით მენახა არსებული სიტუაცია", - წერს ლაიჩაკი "ტვიტერში" პირად გვერდზე. 

ცნობისთვის: დღეს მიროსლავ ლაიჩაკი ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს,  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ გიგი წერეთელს და  საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.  დღესვე ლაიჩაკი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.