ივანკა ტრამპი, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს

2019-02-11 10:50:38
307

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილი ივანკა ტრამპი, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს. 

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა, ივანკა ტრამპმა დადო პირობა, რომ ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა იმ პროექტებს, რომლებსაც ახორციელებს ამერიკის სახელმწიფო საქართველოში და ნახავს ბენეფიციარებს, რომლებიც მათი ხელშეწყობით იუმჯობესებენ ცხოვრებას.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს, მათ შორის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელ ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა. ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.