საბანკო ასოციაცია: „იპოთეკური სესხების გაცემა მნიშვნელოვნად შემცირდა“

2019-02-11 10:46:39
83

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იპოთეკური სესხების გაცემა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც რეგულაციებს უკავშირდება.

ალექსანდრე ძნელაძე იპოთეკური სესხების შემცირებას, ახალ რეგულაციებთან ერთად, იანვრის თვესაც უკავშირებს, რომელიც ძნელაძის თქმით, არაპროგნოზირებადობით და პასიურობით ხასიათდება. 

“რიცხვებით საუბარი იქამდე, ვიდრე მონაცემები არ მექნება, გამიჭირდება, თუმცა ცალსახად გიდასტურებთ, რომ იპოთეკური სესხები შემცირებულია და ასევე შემცირებულია განვადებები, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო და ამაზე რეგულაციების ძალაში შესვლამდეც ღიად ვსაუბრობდით”, - განაცხადა “საქმის კურსთან” საუბრისას ძნელაძემ.