თბილისში ტრანსგენდერი ცემეს

2019-02-11 10:24:05
321

თბილისში, ორთაჭალაში გვიან ღამით ტრანსგენდერი ცემეს. დაზარალებულის განმარტებით, კლიენტმა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ნაცემმა ტრანსგერდერმა დახმარება მეგობარს სთხოვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავის დაკავება ადგილზე შეძლეს.