ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი ემსხვერპლა

2019-02-09 15:44:56
570

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი დაიღუპა.

ავტოავარია, რომლის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი სამხედრო პირი.

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.