პუტინმა იანუკოვიჩს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

2019-02-08 18:43:47
180

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა აცნობა და ისიც აღნიშნა, რომ იანუკოვიჩს არავითარი სპეციალური იურიდიული სტატუსი არ გააჩნია.

პესკოვს აღარ უთქვამს, კონკრეტულად რომელი უწყება იცავს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს. კრემლის ინფორმაციით, პუტინის ბრძანებულება დაცვის გამოყოფის შესახებ ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა, როგოც „სახელმწიფოს მეთაური“.

2016 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იანუკოვიჩს მიეცა „დროებითი თავშესაფარი“. მიმდინარე წლის იანვარში კიევის სასამართლომ რუსეთში გაქცეულ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს 13 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ის დამნაშავედ სცნეს სახელმწიფოს ღალატისა და ომის წარმოებისათვის ხელშეწყობისთვის. თავად იანუკოვიჩი თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ განაჩენი  „უკრაინის ხელისუფლების მითითებით დაიწერა.“