საფრანგეთმა და გერმანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–თან დაკავშირებით კომპრომისს მიაღწიეს

2019-02-08 18:19:52
186

საფრანგეთმა და გერმანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–თან დაკავშირებით კომპრომისს მიაღწიეს, – იუწყება "ფრანს -24".  

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, აღნიშნული კომპრომისი ბერლინს საშუალებას აძლევს, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკად 2"-ის პროექტზე რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელი იყოს. მიღწეული შეთანხმების კონკრეტული დეტალები უცნობია.

ცნობისთვის: „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსული პროექტია, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას ისახავს მიზნად. პროექტის მთავარი მოწინააღმდეგეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ასევე აშშ არიან და ამტკიცებენ, რომ „ჩრდილოეთ ნაკად 2" მოსკოვზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.