რუმინეთმა გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა

2019-02-08 16:32:45
111

რუმინეთის ლიდერმა კლაუს იოჰანისმა მიიღო გადაწყვეტილება ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარის ხუან გუაიდოს ქვეყნის დროებით პრეზიდნტად აღიარების შესახებ.

როგორც იოჰანისის ადმინისტარციაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვენესეულაში არსებული ვითარების დეტალური ანალიზის, ასევე რუმინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორებისა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის პოზიციის გათვალისწინებით მიიღო.

ცნობისთვის: ამ დროისთვის გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა.