ბრაზილიაში ხანძარს, სულ მცირე, 10 ფეხბურთელი ემსხვერპლა

2019-02-08 14:49:41
123

ბრაზილიაში ხანძარს საფეხბურთო კლუბის ახალგაზრდული გუნდის 10 წევრი ემსხვერპლა. 

ირკვევა, რომ ხანძარი კლუბ „ფლამინგოს“ საწვრთნელ ბაზაზე გვიან ღამით გაჩნდა, როდესაც ფეხბურთელებს საერთო საცხოვრებელში ეძინათ.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.