საქართველო იმ ქვეყნების პირველ სამეულში მოხვდა, რომლის მოქალაქეები ოჯახებს აზერბაიჯანელებთან ქმნიან

2019-02-08 12:30:17
260

საქართველო იმ ქვეყნების პირველ სამეულში მოხვდა, რომლის მოქალაქეები ოჯახებს აზერბაიჯანელებთან ქმნიან.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოს მკვიდრებთან ოჯახები აზერბაიჯანის 500-მდე მოქალაქემ შექმნა. მათ შორის 247–მა მამაკაცმა საქართველოს მკვიდრი ქალი ითხოვა, ხოლო 205 აზერბაიჯანელი ქალი კი საქართველოს მკვიდრს გაჰყვა ცოლად.

სულ გასული წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 70 000–მდე ქორწინება დარეგისტრირდა, მათგან 2300 შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ქორწინება უცხოელებთან გააფორმეს.

სტარტისტიკური მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანელი ქალები ოჯახის შექმნისას უპირატესობას თურქეთის, რუსეთის და საქართველოს მოქალაქე მამაკაცენბს ანიჭებენ, ხოლო მამაკაცები – რუსეთის, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს.