ზვიად გაბისონია სდასუ-ს და სტუ-ს პროფესორ - მასწავლებლებს შეხვდა

2019-02-08 09:47:12
183

განათლების რეფორმის ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ სდასუ-ს და სტუ-ს პროფესურასთან შეხვედრა გამართა.  

შეხვედრა გახსნა  როგორც სდასუ-ს, ასევე სტუ-ს რექტორმა. ზვიად გაბისონიამ სამეცნიერო საზოგადოებას განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. წარმოადგინა ის ახალი პროექტები და ინიციატივები, რომლის განხორციელება 2019 წლისთვის იგეგმება. შეხვედრას კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფონდის გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა კვლევებში კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფისა და კვლევების კომერციალიზაციის საკითხზე. დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფონდის ახალი ინიციატივა, ელექტრონული რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერება“ (Georgian Science) შექმნის თაობაზე და ასევე სახელობითი სტიპენდიების დაწესების საკითხი.

 


(R)