განათლების სამინისტრო ახალ სკოლებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაჰყოფს

2019-02-07 21:20:52
720

საქართველოს განათლების სამინისტრო ახალაშენებულ სკოლებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაჰყოფს.

"ჩვენი ხედვით, ეს არამხოლოდ უსაფრთხოებას გულისხმობს ბავშვების, არამედ სასწავლო პროცესის განვითარებასაც. სკოლის გაყოფა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით არის ერთერთი საუკეთესო და სწორი მიდგომა. ეს არ არის მარტივი ამოცანა, რადგან არ გვაქვს სკოლების სიჭარბე, პირიქით, სკოლების დეფიციტი გვაქვს. ის ახალი სკოლები, რისი აშენებაც დავაანონსეთ, ძალიან მცირე ნაწილია როგორც რეგიონების, ისე დედაქალაქის საჭიროების, მაგრამ რაღაცის გაკეთება უნდა დავიწყოთ.

ჩვენი დაანონსებული დიღმის საგანმანათლებლო ქალაქი სწორედ ამ მოდელზეა გაკეთებული. სკოლა არის ინსფრასტრუქტურულად განსხვავებულ შენობებში, სადაც იქნებიან ასაკობრივად მაღალი კლასის ბავშვები, იმიტომ, რომ ამას სჭირდება როგორც ცალკე მენეჯმენტი, ასევე სჭირდება სხვა მიდგომები ამ ბავშვებთან მუშაობის, როგორც დაბალ, ისე მაღალ ასაკებში.

გვესმის, რთული ამოცანაა, რომ ეს ბევრგან მივიღოთ, მაგრამ სადაც ახალ სკოლებს ავაშენებთ, იქ უნდა გავაკეთოთ. დიღომში წლის ბოლომდე დასრულდება ერთი მეგა სკოლა, სხვა დატვირთვაც აქვს ამას, დიდ დიღომს ძალიან მნიშვნელოვნად აკლია სკოლა, რადგან რაიონი ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება, ეს სკოლა შეასრულებს როგორც ამ რაიონულ დატვირთვას, ასევე, სწორედ იმ კონცეფციაზე იქნება აგებული, რაც გულისხმობს ასაკობრივ განსხვავებას. მაქსიმალურად, ახალ სკოლებში, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, ეს მიდგომა აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, ყველა ახალ სკოლაში ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული" - განაცხადა განათლების მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.