"ოცნება" განათლების სამინისტროს აკრიტიკებს: "გამოცდების ერთი ხელის მოსმით გაუქმებით რეფორმა სკოლაში არ უნდა დაწყებულიყო"

2019-02-07 17:32:18
239

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე აკრიტიკებს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით. 

ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ "გამოცდების ერთი ხელის მოსმით გაუქმებით რეფორმა სკოლაში არ უნდა დაწყებულიყო". 

„დღემდე მაინც ვერ მოვისმინე საკმარისი არგუმენტები იმის მხარდასაჭერად, რომ გამოცდების მოხსნით უნდა დავიწყოთ სკოლის გაძლიერება. რა სტიმულებია ისეთი, რომელიც ანაცვლებს ამ გამოცდეს, რომ მოსწავლეები დაუბრუნდნენ სკოლას და უფრო ღრმად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, ამაზე პასუხები ჯერ–ჯერობით არ გვაქვს. ზოგად უნარებს რაც შეეხება, თუ ლაპარაკია მოსწავლეთა სხვადასხვა შესაძლებლობებზე, იგივე ფინანსურ შესაძლებლობებზე, უნარების გამოცდა, ჩემი თვალსაზრისით არის ის, რასაც მომზადება არ სჭირდება", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში განათლების მინისტრი ანგარიშით წარსდგა.