ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა წითელაზე აცრა 18 მარტამდე უნდა გაიკეთონ

2019-02-07 12:24:17
218

ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა წითელაზე აცრა 18 მარტამდე უნდა გაიკეთონ. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულება 18 იანვრით თარიღდება და მისი მიხედვით, პერსონალი 2 თვის ვადაში უნდა აიცრას, ვადა 18 მარტს იწურება. 18 მარტის შემდეგ ბაღებში შეგროვდება აცრილი და აუცრელი პერსონალის შესახებ მონაცემები და ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაიგზავნება. 

22 იანვარს ცნობილი გახდა მთავრობის ბრძანების შესახებ, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაგა-ბაღებმა წითელას გავრცელების პრევენციისთვის გარკვეული ღონისძიებები უნდა გაატარონ. მათ შორის ბაღების პერსონალი ვალდებულია წითელაზე აცრა გაიკეთოს.

წითელასა და წითურაზე აცრა სავალდებულოა 1978 წლის შემდეგ დაბადებული არავაქცინირებული პერსონალისთვის.